Coloresco საქართველოში San Marco-ს ექსკლუზიური პარტნიორია. 85-წლიანი ისტორიის მქონე იტალიური კომპანია პროფესიული საღებავებისა და დეკორატიული მასალების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია და პროდუქციას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ავრცელებს. Coloresco-მ საქართველოში ოპერირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის საღებავებისა და დეკორატიული მასალების ფართო არჩევანს სთავაზობს. რა შესაძლებლობებს ქმნის იტალიური ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი, გამძლე და პროფესიული დეკორატიული მასალების ხელმისაწვდომობა ადგილობრივი სამშენებლო და დიზაინის სექტორისთვის?
სტუმრები: გოჩა ბერიძე - Coloresco, მმართველი პარტნიორი;
იულია მხეიძე - San Marco, ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი






























