ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის იტალიური კომპანია Snam ტრანს-ადრეატიკული მილსადენის პროექტში 270 მილიონი ევროს ინვესტiრებას მოახდენს.
კომპანიის 2017-2021 წლების გეგმაში აღნიშნულია, რომ თანხა პროექტის უსაფრთხოებას და განვითარებას მოხმარდება. პროექტზე 50 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი იტალიურმა კომპანიამ გასულ წელს გააფორმა.
ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის პროექტი წარმოადგენს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ნაწილს, რომელიც ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი. იგი ითვალისწინებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განვითარებას, კონდენსატის საბადოს შექმნას, ასევე აზერბაიჯანული გაზისა და კონდენსატების ევროპულ ქვეყნებში ტრანსპორტირებას.
870 კმ-იანი გაზსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე შეუერთდება ტრანს- ანატოლიის გაზსადენს (TANAP), გაივლის საბერძნეთს, ალბანეთს, ადრიატიკის ზღვასა და ბოლოს იტალიის სამხრეთით სახმელეთო ნაწილს.
TAP-ის აქციონერები არიან: BP (20%), SOCAR (20 %), Snam S.p.A. (20%), Fluxys (19%), Enagás (16 %) და Axpo (5%).

























