მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიური Roberto Cavalli არაბმა მილიარდერმა იყიდა

5de3954110865
ანნა ლაპიაშვილი
01.12.19 14:32
959
Bloomberg-ის ინფორმაციით, მოდის სახლი Roberto Cavalli არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ჰუსეინ საჯვანიმ იყიდა; გარიგების ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია. შეთანხმება 28 ნოემბერს ჰუსეინ საჯვანის საინვესტიციო კომპანია Vision Investments-ის შუამავლობით გაფორმდა.

ის, რომ Vision Investments-ი Roberto Cavalli-ს 100%-იანი წილის ყიდვას აპირებდა, ამაზე უცხოურ მედიაში ივლისში დაიწერა; მაშინ The Wall Street Journal-ი კომპანიას 160 მილიონ ევროდ აფასებდა.

ამ გარიგების გაფორმებამდე Roberto Cavalli იტალიურ საინვესტიციო კომპანია Clessidra-ს ეკუთვნოდა. მან მოდის სახლის 90%-იანი წილი 2015 წელს, არაოფიციალური მონაცემებით, 390 მილიონ ევროდ იყიდა, კიდევ 10% კი, თავად რობერტო კავალის დარჩა.

ცნობისთვის: ჰუსეინ საჯვანი დეველოპერული კომპანია Damac Properties-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ის 1,9 მილიარდი დოლარით 962-ე ადგილს იკავებს.

დიზაინერმა რობერტო კავალიმ მოდის სახლი ფლორენციაში 1975 წელს დააარსა. ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და ინტერიერის ნივთებს ქმნის. 2014 წლიდან მოდის სახლის შემოსავლები შემცირდა, რამაც კომპანიას ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები