ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „ITB Berlin“-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში იმართება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს წელს სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და 39 ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ტურისტული ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობს. 2023 წელს კი საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩართული. რამდენად მზად ხვდება გამოფენას საქართველო, რა პრობლემებია დასაძლევი ამ დროისთვის და რისთვის ემზადება უწყება?