მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იციკ მოშე: ელჩი რომ დილით დგება, უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს შუადღეს და რა - საღამოს

იციკ მოშე

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიიჩნევს, რომ ისრაელიდან მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში საქართველოში ისრაელის ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. „ელჩი რომ დგება დილით, უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს შუადღეს და რა - საღამოს“, - თქვა იციკ მოშემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ მისი აზრით, საელჩოებმა დავალებები საქართველოდან უნდა მიიღონ.

- პოტენციალი ძალიან დიდია და ისრაელიდან უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად საქართველოს წარმომადგენელს <ელჩს> ისრაელში, უნდა ჰქონდეს დავალება რამდენად შეიძლება ინვესტიციების ნაკადი გაძლიერდეს. საქართველო გერმანიის ან საფრანგეთის დონის ქვეყანა რომ გახდება, მერე ყველაზე დიდი საზომი ერთეული იქნება, როგორი ჰალსტუხი უკეთია ელჩს. დღეს საქართველო სხვა ეტაპზეა, როგორც იყო ისრაელი ათეული წლის წინ. საქართველოს საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ყოველთვე დაინახონ ზრდა ექსპორტში, ინვესტიციებში; ეს არის აუცილებელი. ელჩი რომ დგება დილით, უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს შუადღეს და რა საღამოს. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად საქართველოზე...

- უმართლებს საქართველოს ისრაელში საქართველოს ელჩებში?

- ჩემი პრეროგატივა არაა, ვთქვა, საქართველოსთვოს საკმარისია თუ არა <მათი მუშაობა>. ჩვენ, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა გამოვდივართ ინიციატივებით, რადგან ვიცით, რომ არის პოტენციალი. რა თქმა უნდა, ველოდები, რომ საქართველომ ყოველთვე ჩაატაროს ბიზნეს-ფორუმები...

- რამდენად ხშირია ამ კუთხით საქართველოს მხრიდან აქტივობა?

- არის... საქართველოს პარლამენტის და ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფები საკმაოდ ძლიერად მუშაობენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ყვეელაფრის გაკეთება. ბიზნეს-ფორუმი ყოველთვე ჩატარდება თუ წელიწადში ერთხელ, ეს დამოკიდებულია საქართველოს სურვილზე. მე ვამბობ, რომ პოტენციალი არის.

- საქართველოს მხრიდან არაა სურვილი, ეკონომიკური გაძლიერების?

- ეს საქართველოს უნდა ვკითხოთ, საქართველოს მთავრობას. შეიძლება, ეს ყოფნით...

- თქვენი აზრი მაინტერესებდა...

- ჩვენ <საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა> წელიწადში ორ ბიზნესფორუმს ვატარებთ. ვიცით, რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, საჭიროა ბევრად მეტი აქტივობა.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი - 35 მლნ დოლარის FDI ისრაელიდან 2022 წელს შემოვიდა; შარშან ეს მაჩვენებელი 21 მლნ დოლარი იყო. საქსტატის თანახმადვე, ისრაელელი ინვესტორები ყველაზე ხშირად ფულს უძრავი ქონების სფეროში დებენ; ასევე, შედარებით მცირე მოცულობით, მაგრამ ინვესტიციებს ახორციელებენ გართობა-დასვენების სექტორში, საფინანსო-სადაზღვევო სფეროებსა და ვაჭრობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები