მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იუ ჯი თის" საჩივრის საფუძველზე ფრანგული კომპანია ტენდერს გამოეთიშა

5bd96a16dfc83
თამუნა დემეტრაშვილი
31.10.18 12:34
662
კომპანია ,,იუ ჯი თის“ საჩივრის საფუძველზე ფრანგული კომპანია IDEMIA FRANCE-ი სატენდერო პროცესს გამოეთიშა. საუბარია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 5,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლის ფარგლებშიც მობილური იდენტიფიკაციისა და ხელმოწერის პროგრამული სისტემების შესყიდვა უნდა მომხდარიყო. 5 მონაწილიდან სატენდერო კომისიამ 4-ის, მათ შორის ,,იუ ჯი თის“ დისკვალიფიკაცია მოახდია, ფრანგული კომპანია გამარჯვებულად დაასახელა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებაც დაიწყო. ეს გადაწყვეტილება დავების საბჭოში გასაჩივრდა, საბჭომ კი ,,იუ ჯი თის“ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. კომპანია ამტკიცებდა, რომ IDEMIA FRANCE-ის დოკუმენტაცია ტენტერის პირობებს არ შეესაბამებოდა, რაც დავების საბჭომ სრულად გაიზიარა. სააგენტოს სატენდერო კომისიას, დოკუმენტაციის ხელახლა შესწავლა და ფრანგულ კომპანიასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს გეგმის მიხედვით, პროგრამის დანერგვის შემდეგ მოქალაქეებს სატელეფონო სიმ-ბარათებზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩატვირთვისა და შემდგომ მისი გამოყენების საშუალება ექნებათ. სიმ-ბარათი ID ბარათის ანალოგიურ ფუნქციებს შეიძენს, მასში ჩაიტვირთება ყველა პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემი და მოქალაქეს სურვილის შესაბამისად საშუალება მიეცემა გაიაქტიუროს ასევე ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციაც. პროექტის საშუალებით, ასეთი მობილური სიმ-ბარათის მფლობელს პირადობის მოწმობის ტარება აღარ დასჭირდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები