მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუჯითიმ Gulf Georgia-ში ლოიალობის მართვის სისტემა დანერგა

იუჯითი
10.10.24 12:04
78

იუჯითის დახმარებით გალფში სრულად განახლდა ლოიალობის მართვის სისტემა, ხოლო გალფ სთორში დაემატა ქულების დაგროვებისა და ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა. ასევე, შეიქმნა დაცული ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყველა სტანდარტი.

ლოიალობის ბარათების მართვასთან ერთად, პროგრამა რეპორტების წარმოების შესაძლებლობას იძლევა, ქმნის ერთ სრულ ბიზნეს პროცესს და კომპანიას ეხმარება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს პროცესების განვითარება მოხდეს სტრატეგიულ და სანდო პარტნიორთან ერთად გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში.“ - ვახტანგ ჯინჭარაძე, გალფის IT დირექტორი

ლოიალობის მართვის სისტემა კონკრეტული როლის მქონე მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეცვალოს უკვე რეგისტრირებული ბარათები, განაახლოს პერსონალური მონაცემები და მართოს ლოიალობის ბარათის მეშვეობით დაგროვებული ქულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები