მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იური გორდოკი: მთავრობისა და კერძო სექტორის ინიციატივის სწორი ბალანსით თამბაქოს ზიანის შემცირება შესაძლებელია

60797150df73c
BM.GE
16.04.21 15:12
2692
თამბაქოს მოხმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. 2016-2020 წლებში საქართველოში მწეველთა რაოდენობა 31%-დან 28.2%-მდე შემცირდა. ამ პროცესში ჯანდაცვის სისტემის მთავარ ინსტრუმენტს მკაცრი რეგულაციები და შეზღუდვები წარმოადგენს, რომელიც არ ითვალისწინებს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა იური გორდოკმა, “ფილიპ მორისის”გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

“საქართველოს მთავრობა და მარეგულირებელი ორგანოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში. მათ აქვთ შესაძლებლობა, შემოიღონ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოები, რომელიც დააჩქარებს მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს ახალ პროდუქტებზე სწრაფ გადასვლას”, - განაცხადა იური გორდოკმა.

მისივე თქმით, თამბაქოს ზიანის შემცირებისათვის საჭიროა საქართველომ გაიაზროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში მოქმედებს.

“ჩვენ გვსურს, საქართველოში დავნერგოთ უკვამლო მომავალი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც გაჰყვება ევროკავშირის ქვეყნების კვალს და შემოიღებს ისეთი დაბეგვრისა და რეგულაციების სისტემას, რომელიც წაახალისებს იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას, გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტის მოხმარებაზე” - განაცხადა იური გორდოკმა.

მისი შეფასებით, კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის პროცესში როგორც სახელმწიფოს ასევე კომერციული სექტორის სწორი ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

“უკვამლო მომავლის შექმნისკენ მიმართული რევოლუციური ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა მმართველი ორგანოებისა და კომერციული ინიციატივის სწორი ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირებას”, - აღნიშნა იური გორდოკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები