67 წამში მიღებული კანონპროექტი. რუსული კანონის მესამე მოსმენით მისაღებად ქართულ ოცნებას მხოლოდ 1 წუთი და 7 წამი დასჭირდა. კითხვა და შენიშვნა არავის ჰქონია, ოპოზიციონერი დეპუტატების მისვლას, რომლებმაც პარლამენტში შესვლა შეფერხების შემდეგ შეძლეს, უმრავლესობა არ დაელოდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროექტში მხოლოდ რედაქციული, გრამატიკული შესწორებები შევიდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამ აქციის ფონზე ჩაიარა. რა ხდებოდა პარლამენტთან, მაშინ როცა კანონს მესამე მოსმენით ამტკიცებდნენ და რა შეფასებები კეთდება ოპოზიციასა და მესამე სექტორში?