საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტმა ხვალ უნდა უყაროს კენჭი. "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ 21 უმსხვილეს იურიდიულ კომპანიას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს შესაძლებლობა, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.
ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეიცავს კანონის დეტალურ, მუხლობრივ შეფასებას, მის შედარებას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებულ საკანონმდებლო პრაქტიკასთან და რომელიც ასკვნის, რომ კანონი შეუსაბამოა საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან.ამავე დროს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის მიუღებელია კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვა არასათანადო წესით, არადემოკრატიულად და პროფესიული წრეების და ფართო საზოგადოების მოსაზრების სრული იგნორირებით.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- “ბეგიაშვილი და კომპანია” (BCO);
- “ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია” (BGI);
- “ბირკაია კვანტალიანი”;
- “ბიზნეს ლიგალ ბიურო” (BLB);
- “ბი-ელ-სი” (BLC);
- “აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი" (CLI);
- “იუაი” (EY);
- “ქართული იურიდიული საკონსულტაციო კომპანია” (GLCC);
- “ჯი-ელ-სი-ჯი” (GLCG);
- “ქართული იურიდიული ჯგუფი” (GLP);
- „გრატა ინტერნეშენალ ჯორჯია“ (GRATA International);
- „კორძაძის საადვოკატო ბიურო“;
- “KMG Georgia”;
- ელთიეი (LTA);
- “მაკგილი” (McGill);
- “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“;
- “ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო” (PwC);
- „სუქნიძე და პარტნიორები“;
- “სვანიძე და პარტნიორები”;
- იურიდიული ფირმა “VBAT”;
- "ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი”;