იურიდიული კომიტეტის სხდომა თამარ კორძაიას და ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვინც რეგლამენტს დაარღვევს, ყველა დატოვებს დარბაზს. თუმცა კორძაიას ოხანაშვილმა კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.
აღსანიშნია, რომ მანამდე დარბაზი გიორგი ვაშაძესაც დაატოვებინეს.
იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც დილის 9:00 საათიდან „რუსულ კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავენ, პერიოდულად ხმაურით მიმდინარეობს. დეპუტატები კითხვებს სვამენ.