მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იურისტი - პროფესიონალი, რომელიც ბიზნესის წარმატებას ქმნის (R)

6258356751afb
BM.GE
14.04.22 18:49
3766
საზოგადოებას იურისტებზე ხშირად არაერთგვაროვანი წარმოდგენა აქვს. მათ შესახებ არაერთი კლიშე არსებობს, რომელიც თაბახის ფურცლებით, გაურკვეველი ტექსტებით, მშრალი სიტყვებითა და უინტერესო პროცესებით ხასიათდება, თუმცა, კვალიფიციური სპეციალისტების შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა. სინამდვილეში, იურისტობა ის პროფესიაა, რომელიც გვეხმარება, ზედმეტი პრობლემებისა და გართულებების გარეშე ვაკეთოთ ჩვენი საქმე. როგორც იურიდიული კომპანია 4S Legal Consulting-ის დამფუძნებელი სალომე ჯოჯუა აღნიშნავს, იურისტის მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

იურიდიული მომსახურება წარმატებული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად იაზრებენ ამას ბიზნესის წარმომადგენლები. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და როგორ ხედავენ ბიზნესმენები იურისტების დანიშნულებას. რა არის, რეალურად, იურიდიული მომსახურება, როდის და რატომ გვჭირდება იურისტი და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მისგან?

ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ ამ ინტერვიუს საშუალებით შევეცდებით.

-რას ნიშნავს დღეს იურიდიული მომსახურება?

(სალომე ჯოჯუა) -დღესდღეობით, იურიდიული მომსახურება, პირველ რიგში, რთული სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. თუმცა, ჩვენი დანიშნულება არა მხოლოდ უკვე არსებულ რთულ სიტუაციაში კომპანიების დახმარებაა, არამედ მათი დაცვა სამომავლო სირთულეებისგან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ქართულ ბიზნესში დავამკვიდრო კულტურა, რომ იურისტი ბიზნესს საქმიანობის დასაწყისშივე სჭირდება. იურიდიული მომსახურება შეიძლება იყოს არა აღნიშნულ რთულ სიტუაციებში ან სასამართლოში წარმომადგენლობა, არამედ მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ზოგჯერ დამკვეთს ჰგონია, რომ იურისტი მოლაპარაკებაში ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე უნდა ჩაერთოს, რეალურად კი, მისი უშუალოდ მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეკრულება უკვე დასკვნითი ეტაპია. მთავარი ნაწილი მოლაპარაკებაა, რა დროსაც შესაძლოა, ისეთ პირობებზე შეთანხმდნენ, რომელშიც იურისტმა რისკები დაინახოს, განუმარტოს ისინი დამკვეთს და შესაბამისად, მას საქმიანობა გაუმარტივოს.
ჩვენ, იურისტებს, ერთი კარგი უნარი გვაქვს - შეგვიძლია რამდენიმე ნაბიჯით წინ დავინახოთ და შესაძლებელი საფრთხე ავირიდოთ. ალბათ, ეს, ნაწილობრივ, ბიზნესმენებსაც აქვთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით კანონმდებლობა, ძალიან კარგად შეგვიძლია მომავალი სასამართლო რისკების დანახვაც.

-რას ნიშნავს, იყო იურისტი?

-პირადად ჩემთვის, იყო იურისტი, ნიშნავს, გაუმარტივო ცხოვრება სხვა ადამიანებს და რასაკვირველია, საკუთარ თავსაც.

-რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება იურიდიული მომსახურების შესახებ და რა მოლოდინი აქვთ მათ იურისტებისგან?

-საზოგადოება, საკმაოდ კარგად ინფორმირებულია, რადგან ჩვენ განებივრებული ვართ იურისტებით. გვყავს ბევრი ძალიან კვალიფიციური კადრი და ყველამ იცის, რომ ისინი არსებობენ, მაგრამ მთავარი ისევ და ისევ ის არის, თუ როდის ვირჩევთ იურიდიულ მომსახურებას.

ზოგიერთ დამკვეთს აქვს მოლოდინი, რომ ხელშეკრულების გამზადებითა და დამკვეთისთვის გადაგზავნით, იურიდიული მომსახურება მთავრდება. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ჩვენი კომპანია მუშაობს პრინციპით - „Finder, Minder, Grinder“, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ხელშეკრულებას ვადგენთ, არამედ მისი გაფორმების და შემდგომი აღსრულების პროცესშიც ვმონაწილეობთ. ვამოწმებთ, როგორ დაინერგა ესა თუ ის ხელშეკრულება ან დოკუმენტი და რა შედეგები მოჰყვა მას. ამ პრინციპის წყალობით, ჩვენ ბიზნესის ფუნქციონირების ყველა ეტაპზე ვართ ჩართული და ყოველგვარი რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მმართველებს იურიდიული მომსახურების მიმართ მოლოდინი და ნდობა გავუზარდოთ, რათა შევძლოთ, ბიზნესისა და იურიდიული მომსახურებისთვის ჰარმონიული პროცესი შევქმნათ.

-რატომ აირჩიეთ იურისტის პროფესია?

-ყოველთვის ძალიან მიყვარდა საუბარი, აზრის გამოთქმა, მსჯელობა. ბავშვობიდანვე მომწონდა საჯარო გამოსვლები. „ორ ადამიანს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს სივრცე, სადაც ისინი ჰარმონიულად იცხოვრებენ“ - ეს ჩემი ბავშვობის საყვარელი ფრაზა იყო. ჩემი უნარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, იურიდიულზე ჩამებარებინა და ამ პროფესიას დავუფლებოდი. ბავშვობის დროინდელმა ინტერესებმა მოლაპარაკებების სიყვარულისთან და მედიაციასთან მიმიყვანა. მე იმ იღბლიანებს შორის ვარ, ვინც პროფესია ზუსტად აირჩია, იმას ვაკეთებ სულ რაც ძალიან მიყვარს და შთამაგონებს, რაღაც უფრო საინტერესო შევქმნა.


-რით არის ეს პროფესია უნიკალური?

-პირველ რიგში, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჰარმონიული პროცესები, როგორი დაძაბულიც არ უნდა იყოს ურთიერთობა ორ მხარეს შორის. არაერთხელ მქონია ძალიან დაძაბული მოლაპარაკება, რომელიც, მხატვრულად რომ ვთქვათ, ლოყაზე კოცნით დასრულებულა. ხშირად მომხდარა იგივე სასამართლო პროცესზეც. ყოველთვის ვგრძნობ, სად არის გარდამტეხი წერტილი, რის შემდეგაც ან ყველაფერი ცუდად უნდა დასრულდეს ან მხარეები უნდა მორიგდნენ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამ წერტილს პოულობენ და ჰარმონიულად აგრძელებენ ურთიერთობას. გარდა ამისა, ძალიან მომწონს, როდესაც იურისტები რაღაცას ვაკეთებთ - მაგალითად, ხელშეკრულებას, დიდხანს ვმუშაობთ ამაზე, შემდეგ ის ამოქმედდება და მთელი ბიზნეს პროცესები ძალიან ლაღად ვითარდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, როდესაც გრძნობ, რომ ადამიანს ცხოვრება გაუმარტივე, როდესაც ვხედავ, რომ დამკვეთები გვენდობიან და ერთად წარმატებულ შედეგებს ვიღებთ.

-რა მომსახურებებია დღეს ყველაზე აქტუალური?

-ყველაზე აქტუალური სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებაა, სხვადასხვა რეგისტრაციები საჯარო და სამეწარმეო რეესტრში, ბინადრობის მიღება, საინვესტიციო კონსულტაციები, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, სასამართლო წარმომადგენლობა, ნებართვების მიღებაში მხარდაჭერა და ა.შ.

-რას ნიშნავს თქვენი კომპანიის სახელში „4S“ ?

-ეს 4 სიტყვის კომბინაცია და ჩვენი სლოგანია - Suportive Solution Selected Smartly (მხარდაჭერილი გადაწყვეტილება შერჩეულია ჭკვიანურად). ჩვენ გვინდა, დავარღვიოთ კლიშე, რომ იურისტები ყველაფერს ართულებენ. გვინდა, მხარდამჭერი გადაწყვეტილებები ბიზნესებს ყველაზე სწრაფად, მარტივად და ჭკვიანურად შევურჩიოთ.

-რას სთავაზობს მომხმარებელს თქვენი კომპანია?

-ჩვენ დამკვეთებს ვთავაზობთ როგორც იურიდიულ, ასევე, სხვადასხვა სახის მომსახურებას ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან, PMO Business Consulting-თან ერთად. ერთად შევქმენით საინტერესო პროდუქტები ბიზნესისთვის. ერთ-ერთი ასეთი მომსახურება გახლავთ „ორგანიზაციული დიაგნოსიტიკა“, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ვადიაგნოსტირებთ არა მხოლოდ HR-ის მიმართულების შრომითი ხელშეკრულებების ნაწილს, არამედ თავად ორგანიზაციულ სტრუქტურას, ბიზნესპროცესებს; ვაწარმოებთ ფინანსურ ანალიზს, თუ რამდენად სწორად და მომგებიანად არის შექმნილ ბიზნესი. აუდიტის შემდეგ ვუდგენთ ერთგვარ სამოქმედო რუკას რათა ბიზნესმა უფრო პოზიტიური შედეგი მიიღოს. ამის შემდეგ ბიზნესი თავად ირჩევს, ეს სამოქმედო პროცესის დანერგვა ისევ ჩვენთან გააგრძელოს თუ - სხვასთან ერთად ან მარტო.

ახლახან შევქმენით იურიდიული მომსახურება - “შეამოწმე შენი ბიზნესი“ - რომელიც, 3-დან 6 თვემდე გრძელდება იმ პაკეტის მიხედვით, რომელსაც დამკვეთი აირჩევს. დამკვეთის კომპანიაში ვსწავლობთ და ვიკვლევთ სამუშაო პროცესებს, რომლებიც აქამდე მიმდინარეობდა. პარალელურად ვუწევთ ყოველდღიურ იურიდიულ მომსახურებას. სამუშაო პროცესის დროს გვაქვს შეხვედრები მენეჯერებთან და ბიზნეს პროცესში ჩართულ პირებთან. შემდგომ ვადგენთ სამოქმედო გეგმას და ვმონაწილეობთ ამ გეგმის განხორციელებაში. გამოდის, რომ სამი ან ექვსი თვის შემდგომ იურიდიულად გამართულ კომპანიას ვუტოვებთ დამკვეთს. კომპანიის პულსზე სულ გვიდევს ხელი და პერიოდულად ვატარებთ 2-3-დღიან აუდიტს, რათა ჩვენი კომპანიის მიერ გამართულმა პროცესებმა განაგრძოს ფუნქციონირება. ეს პროექტი, პირველყოვლისა, მათთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ იურისტი მუდმივად არ სჭირდებათ და ბიზნესის დაწყებიდან დღემდე არ ყოლია იურისტი.

ასე რომ, ჩვენ მიერ შეთავაზებული მრავალმხრივი მომსახურებების წყალობით, არა მხოლოდ ბიზნესის დაწყების ან სხვა ერთ კონკრეტულ ეტაპზე, არამედ მთელ პროცესში ვართ ჩართული.

-რას ჰპირდებით მომხმარებლებს და რატომ უნდა აირჩიონ მათ თქვენი კომპანია?

-ჩვენი კომპანია აბსოლუტურად განსხვავებულ იურიდიულ მომსახურებას ქმნის, რადგან ჩვენ კლიშეებით არ ვხელმძღვანელობთ. როგორც 4S-ის სლოგანშია ნათქვამი: Suportive Solution Selected Smartly.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები