მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების სფეროს რეფორმაზე კვლევას გამარტივებული შესყიდვით შეიძენს

5af5834f14349
თამუნა დემეტრაშვილი
11.05.18 15:48
480
იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების სფეროში 2013-2017 წლებში ჩატარებული რეფორმის შედეგებზე კვლევის ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც გამარტივებული შესყიდვის უფლება მთავრობის განკარგულებით მოიპოვა.

ხელშეკრულება ფრანგულ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია ,,IPSOS“-სთან უკვე გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის უფლება კი მთავრობის განკარგულების მიხედვით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებითაა მოტივირებულია. კვლევაში, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორია საზოგადოების მხრიდან სასამართლო სისტემის აღქმა, ბიუჯეტს 645 ათასი ლარი დაჯდება. დოკუმენტაციაში, ფრანგული კომპანიის პარტნიორად, ქართული კომპანია ,,გორბია“ დასახელებული. კვლევის შედეგები, საჯარო ივნისის ბოლოს უნდა გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები