ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წელს იუსტიციის სამინისტრო ყოფილი პატიმრებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ციხესთან ასოცირებული ტატუების მოსაშორებლად 48 ათას ლარს გამოყოფს.
როგორც bm.ge-ის დანაშაულის პრევენციის ცენტრში განუცხადეს, საგრანტო პროექტი 2012 წლიდან მოქმედებს.
წელს გრანტი არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთს“ გადაეცა, რომლის შეჩეული კომპანია წელს ტატუს 60 ბენეფიციარს მოაშორებს.
„აღნიშნულ 48 ათას ლარში შედის ადმინისტრაციული ხარჯი. დანარჩენი მიდის იმ კომპანიის მომსახურებაზე, რომელიც შეირჩევა“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში.
მათი განმარტებით, ყოფილი პატიმრებისთვის და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის პროგრამაში ჩართვა სავალდებულო არ არის და ეს მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში ხდება.
"თავად პროგრამის დაწყებაც პატიმრების ინიციატივით მოხდა"', - აცხადებენ ცენტრში.

























