მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობს

5c0e0c8530cd2
თელარა გელანტია
10.12.18 10:42
1330
თბილისის იუსტიციის სახლთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს შორისაა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ადა მარშანია.

იუსტიციის სახლთან შეკრებილი მოქლაქეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მინისტრს მოუწოდებენ, რომ არ დაუშვას მიწების უცხოელებზე გასხვისება.

როგორც bm.ge-ის იუსტიციის სახლის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის იუსტიციის სახლის ცენტრალურ შესასვლელთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და მოქალაქეებს, ვისაც გადაუდებელი საჭიროება აქვთ,  ატარებენ, თუმცა იუსიტიციის სახლი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ვინაიდან აქციის მონაწილეები შიგნით შესვლას ცდილობენ.

შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრი, ჯერჯერობით, უცნობია.

bm.ge ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები