თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.
დღეიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე იწარმოებს.
ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი აღარ იქნება ჩართული. რეგისტრაცია, ასევე, შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად დედაქალაქის მასშტაბით რეგისტრირებულია 23 000-მდე ტაქსი.
რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო.

























