მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი ექსპლუატაციაში მიღებული არაა - აუდიტი

61ac52ebcbdb9
თამთა ჯიჯავაძე
05.12.21 12:55
6143
იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 2012 წლიდან ფუნქციონირებს, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, ამის მიზეზი მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობაა. ასევე, არ არის აღმოფხვრილი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაცია:

„შენობის ექსპლუატაციაში მიღების პრობლემის აღმოფხვრის, ფაქტობრივ სარგებლობასთან და სწორად აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, იუსტიციის სახლმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა იუსტიციის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის/ნაკლოვანების იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები