მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება დღის წესრიგში დგას"

5b279fcaf1c75
სალომე მეცხვარიშვილი
18.06.18 16:50
843
იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება დღის წესრიგში დგას,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების“ ოფისში პრემერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე მთავრობის ზომის შემცირებისა და რამდენიმე სამინისტრო გაუქმება-შერწყმის საკითხები განიხილეს.

"იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანების საკითხი, მსჯელობის საგანია. ეს ადრეც იყო მსჯელობის საგანი და ახლაც დგას დღის წესრიგში, თუმცა, ამაზე გადაწყვეტლებას, ბუნებრივია, მას შემდეგ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ სტრუქტურულ ცვლილებებს. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ ცვლილებების ჩამონათვალში, რადგან კონსტიტუციურმა ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება“,- აცხადებს ბესელია.

ბესელიას თქმით, რომელი სამინისტროები გაერთიანდებიან და როგორ მოხდება შერწყმა ამაზე მსჯელობა გაგრძელდება, თუმცა, დღეს უმრავლესობამ ეს საკითხი კონცეფციის დონეზე განიხილა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტი ოთხშაბათს დაასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები