24 იანვარს, 18:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსა და მის სსიპებში დასაქმებული თანამშრომლები სოლიდარობის მარშს გამართავენ. მსვლელობას სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც შეუერთდებიან.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების სოლიდარობის მარში. შემოგვიერთდით მშვიდობიან მარშში ყოფილი, თუ ახლანდელი თანამშრომლები, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ, ვინც გახდა უსამართლო რეპრესიების მსხვერპლი და საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან", - წერია ღონისძიების ანონსში.
პროტესტი იუსტიციის სახლთან დაიწყება. მსვლელობის ტრაექტორია, ორგანიზატორების ინფორმაციით, ასეთია: იუსტიციის სახლი >> სანაპირო >> კოლმეურნეობის მოედანი >> რუსთაველის გამზირი (პარლამენტის შენობა).