მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში ასარჩევად "ოცნების" პარლამენტს არჩილ კოჭლამაზაშვილი წარუდგინა

მოსამართლეები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რომელიც მოსმენას გამართავს.

ამის შემდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

კოჭლამაზაშვილი 2020 წლის პირველი დეკემბრიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად.

2020 წლის იანვრიდან მარტამდე მუშაობდა შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორის“ იურისტად.

2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები