მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლი, რომელიც ხაშურში 2022 წელს უნდა გახსნილიყო, პრემიერმა დღეს გახსნა

ხაშურის იუსტიციის სახლი

დღეს, ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას მიაწვდის.

bm.ge დაინტერესდა, როგორია მშენებლობის ღირებულება და ასევე, ვინ ააშენა შიდა ქართლში მეცხრე მულტიფუნქციური სივრცე.

ხაშურში იუსტიციის სახლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დაიწყო და 2022 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. თუმცა მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი დემონტაჟი დაიწყეს. სამშენებლო სამუშაოების თავიდან დაწყების შემდეგ კი, მოქალაქეთა უკმაყოფილების პასუხად, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თქვა, რომ “ხაშურის იუსტიციის სახლი ყველაზე ლამაზი იქნება”. ზაალ დუგლაძემ ეს გასულ წელს თებერვალში პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაიმეორა და მოსახლეობას 2023 წლის ბოლოსთვის მშენებლობის დასრულებას დაჰპირდა.

ისე როგორც 2021 წლის შემდეგ, ყოველ წელს იუსტიციის მინისტრი ჰპირდებოდა მოსახლეობას მშენებლობის დასრულებას და ორჯერ მშენებლობის დასათვალიერებლადაც იყო ხაშურში.

შენობის ტენდერი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერაა გამოცხადებული, რომელიც მაშინ "ალიანსმა" მოიგო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის ასაშენებლად თავდაპირველად 4 284 952 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 1 334 317 ლარი შპს-ს “ალიანსი” გადაუხადეს კიდეც.

აღსრულების ბიუროში BMG-ის უთხრეს, რომ ამის შემდეგ სამშენებლო პროცესი "სფრინგ ქონსთრაქშენმა" გადაიბარა და დაასრულა. კომპანიამ, რომლის წილის 100% გიორგი ღვინიშვილის საკუთრებაა პირდაპირი შესყიდვის გზით 5.09 მლნ-იანი ტენდერი მიიღო. დოკუმენტაციის მიხედვით, თანხის 100% კომპანიას სახელმწიფომ უკვე გადაუხადა.

როგორ განვითარდა სახელმწიფოს ურთიერთობა პირველ მშენებელ კომპანია "ალიანსთან" და რა რეაგირება მოჰყვა გადასახადის გადამხდელებისთვის ხაშურში იუსტიციის სახლის მშენებლობის დროის 2 წლით გადაწევას და გაძვირებას BMG როგორ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან არკვევს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თავად "ალიანსის" 50% თეიმურაზ კანკავას ეკუთვნის და თავადაა დირექტორიც. 50%-ის თანამფლობელები არიან ანა და ნიკოლოზ რამიშვილები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები