მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლმა მომსახურების ახალი სერვისი დაამატა

იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლმა ქონების რეგისტრაციასთან ერთად, უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის სერვისიც დაამატა. აღნიშნული იუსტიციის სახლმა კერძო სექტორთან თანამშრომლობით შეძლო.

"ამჯერად, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებელთა ინტერესებსა და საჭიროებებზე. რემონტის დაზღვევის პაკეტი უნიკალურია და მოქალაქეებს სთავაზობს კონკურენტუნარიან ფასს. სერვისის მისაღებად მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ", - იტყობინება იუსტიციის სახლი.

დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულწლოვან ფიზიკურ პირს.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აღნიშნული მომსახურება იუსტიციის სახლის 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები