იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. საქმე ის არის, რომ უსაფრთხოების სამსახურში შევიდა ინფორმაცია შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომელიც იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.
„უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღეთ შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების შესაძლო არსებობის შესახებ, რის გამოც სებ-ის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
bm.ge-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც მიმართა, სადაც ამბობენ, რომ მათთან აღნიშნულის შესახებ შეტყობინება არ შესულა.
bm.ge იუსტიციის სახლის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

























