მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუმჯობესდა - ISET

ISET

2023 წლის IV კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.4 პუნქტით გაიზარდა და 18.1-ს გაუტოლდა. ISET-ის თანახმად, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+21.7) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 10.3 პუნქტით გაიზარდა და 2023 წლის IV კვარტალისთვის 23.0-ს გაუტოლდა.

მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+40.3) და სოფლის მეურნეობის (+29.4) სექტორებში დაფიქსირდა.

"ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 36.5 პუნქტამდე გაიზარდა. 2023 წლის IV კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის (+41.3) და მშენებლობის (+33.3) სექტორებში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.3-ით გაიზარდა და 17.6 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, დიდწილად არ შეცვლილა", - ამბობენ ISET-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები