მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში ისრაელის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება -პროგნოზი

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის პროგნოზით, ჰამასთან ბრძოლის ფონზე, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, შესაძლოა, ისრაელის ეკონომიკა 11%-ით შემცირდეს. უოლ-სტრიტის წამყვან ანალიტიკოსებს შორის JPMorgan-ის წარმომადგენლებს ყველაზე პესიმისტური მოლოდინები აქვთ, თუმცა როგორც ისინი განმარტავენ, მათი პროგნოზი ისეთ მონაცემებს ეყრდნობა, რომელთან წვდომა სხვებს არ აქვთ. 11%-იანი შემცირების მიუხედავად, წლიურ ჭრილში ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული; 2024 წლის ზრდის სამიზნე მაჩვენებელი კი 2.5%-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები