მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: განათლების სექტორში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება

5c1135b14710f
თელარა გელანტია
12.12.18 20:21
601
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, განათლების სექტორში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების სექტორში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება. პირადად, ჩართული ვარ რეფორმის მომზადების პროცესში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მას მხარს დაუჭერს.

„ვიმედოვნებ, რომ ამ რეფორმას დავუჭერთ მხარს მიუხედავად იმისა, ოპოზიციაში ვართ თუ ხელისუფლებაში იმიტომ, რომ რეფორმა სწორია. მის მომზადებაში ჩართულები არიან უცხოელი ექსპერტები. ეს არის საშვილიშვილო საქმე და ვფიქრობ, როდესაც საქმე განათლებას ეხება, აქ სივრცე პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და პოპულიზმისთვის მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები