მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

5caf1b2a9615f
თელარა გელანტია
11.04.19 15:12
460
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეფორმები, რომელთა მიზანია, ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ჩართულობისა და ლარიზაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან იყო ძალიან წარმატებული. ფინანსთა მინისტრთან განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა: ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა. ვფიქრობ, აღნიშნული მიმართულებით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან კარგი საფუძველი, რადგან საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სწორედ დამოკიდებულია მტკიცე და მყარ ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე“, - აღნიშნა IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები