ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმაივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფრმაციით, მინისტრის თქმით, ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით 48.0 მლნ ლარია.
„წინა წარდგენასთან შედარებით, ზრდა შეადგენს 11 მლნ ლარს, მათ შორის, დამატებითი რესურსი მოხმარდება მანდატურთა ხელფასების ზრდას, განათლების რეფორმის ფარგლებში ელექტრონული რესურსების შექმნას, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლების პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, პროფესიული განათლების დაფინანსებაზე მიიმართება 49.0 მლნ ლარამდე, მათ შორის, გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 30%-ით.