"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში რუსული საპარლამენტო დელეგაცია და ФСБ-ს ყოფილი თავმჯდომარე იმყოფებოდა. "რა მნიშვნელობა აქვს რასთან დაკავშირებით იყვნენ,"- ამბობს ივანიშვილი.
"2016 წელს, საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, გვარს ვერ გავიხსენებ, ФСБ-ს ყოფილი თავმჯდომარე. კავალიოვი? აბა თუ გამახსენებს ვინმე გვარს. 2016 წელს იყვნენ საქართველოში. სად იყავით მაშინ? სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს რასთან დაკავშირებით იყვნენ, აი რა მნიშვნელობა აქვს?! აი, ეს არის ის, რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა, ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამოირიცხა რომ არჩევნების პროცესით მივიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ,"- აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

























