მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი, აფხაზეთის გავლით, სატრანსპორტო მარშრუტის გახსნითაა დაინტერესებული - აფხაზი ჟურნალისტი

ბიძინა ივანიშვილი

აფხაზი ჟურნალისტი, იზიდა ჭანია წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ამასთან, ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აფხაზეთის გავლით, სატრანსპორტო მარშრუტის გახსნა სურს.

"ივანიშვილი დაინტერესებულია, "პრაგმატული ურთიერთქმედებით", რომელიც გახსნის სატრანსპორტო მარშრუტს აფხაზეთის გავლით. რა თქმა უნდა, თითოეული მხარე "ერთს წერს, ფიქრობს მეორეს", მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, საქართველოსა და აფხაზეთისთვის ეს მცირე ნაბიჯებია და რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევის შესაძლებლობა. ამიტომაც გააქტიურდნენ რუსი ოლიგარქები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ცდილობდნენ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის თანამონაწილეობით ქვეყანა თითქმის არაფრად იყიდონ", - წერს ჟურნალისტი.

იზიდა ჭანიას თქმით, რუსეთი დარწმუნდა, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, რუსეთმა "აფხაზურ ოპოზიციაზე" წინასაარჩევნოდ ზეწოლა არ დაიწყოს.

"აფხაზურ ოპოზიციას აქვს შანსი, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის მხრიდან ოპოზიციაზე ოფიციალური ზეწოლა არ მოხდეს. ახლა წვრილმანებშია საქმე - ქართული ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, საზოგადოებისთვის მკაფიო და გასაგები პროგრამის ჩამოყალიბება, ყველა მხარისთვის მისაღები ლიდერის გამოვლენა და ადმინისტრაციული რესურსების მინიმუმამდე დაყვანა", - წერს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები