"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი "არ არის ხიბლიანი პროექტი".
ექსპრემიერის შეფასებით, გარემოება, რომ ინვესტორი ანაკლიის პორტიდან ჩადებულ ინვესტიციას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ამოიღებს, მას "ხიბლს" უკარგავს.
მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ, მსგავსი პროექტების განხორციელებაში სახელმწიფოები არიან აქტიურად ჩართული.
ექს-პრემიერის თქმით, მას პროექტის რენტაბელობაზეც შეუძლია საუბარი, თუმცა არ სურს, ამით მაყურებელი დაღალოს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მხოლოდ მიესალმება თუ კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს.
ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტის შესახებ
ამ პორტის მომგებიანობა ძალიან რთულია, შეიძლება 30, 40 და მეტი წელი დასჭირდეს იმისთვის, რომ აქ რეალური მოგება მიიღოს ბიზნესმენმა. როგორც წესი, სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და დღევანდელი სახელმწიფოს როლიც რომ ნახოთ, ძალიან აქტიური და ძალიან პოზიტიურია კაპიტალში მონაწილეობა, გნებავთ ინფრასტრუქტურის მოწყობა, ყველაფერში მივყვებით. ყველაფერში მაქსიმალურად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება, რომ როგორმე მათ მოახერხონ და დღესაც ამას ვისურვებდი. დღესაც საჯაროდ მადლობას გადავუხდი და გადავუხდი მის მერეც, რაც განხორციელდება. თუ კერძო ბიზნესი მოახერხებს და პროექტს განახორციელებს, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი. რამეთუ, პროექტი არის საჭირო ჩვენი ხელისუფლებისთვის, ეს სერიოზული პროექტია და თუ ვერ გააკეთებს კერძო ბიზნესი, სახელმწიფოს მოუნდება.
რაც შეეხება იმას, რომ თუ ივანიშვილს, რისი სურვილი აქვს - ხაზარაძესაც შეუძლია გაიხსენოს, რომ როდესაც ესენი კაპიტალისგან ძალიან შორს იყვნენ, მას 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ-მეთქი, კაპიტალს რომ ვერ უყრიდნენ თავს. იმ დროს გამოჩნდა აბდუშელიშვილი, რომელსაც ამ ბიზნესში წილი აქვს და ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე - ნაჩუქარი ფული. მას სხვა, სერიოზული ბიზნესები აქვს მას თუ გინდ ელექტრო მანქანები და სხვა და რაც ის გამოჩნდა, ჩემი მონაწილეობა აღარ გახდა საჭირო, თორემ მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე, იმდენად მინდოდა, რომ კერძო კაპიტალს ეს გაეკეთებინა და ამაზე უარს ვერ იტყვიან, იყო ეს დროც. თუმცა ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, იმდენად რთული პროექტია და იმდენად კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა.
კერძო ბიზნესი ცდილობს, რომ 5-6 წელიწადში ფული ამოიღოს, მაქსიმუმ 10 წელიწადი, რაც ევროპული სტანდარტია. და აქ [ანაკლიის პროექტში] უფრო ხანგრძლივი დროა საჭირო რომ ფული დაიბრუნო.
შესაბამისად, ეს არ არის ხიბლიანი კერძო პროექტი. მე საერთოდ არ ვთვლი რომ ბიზნესს ვაკეთებ, მხოლოდ ვეხმარები, საკუთარს ვხარჯავ, არაფერი მოგებაზე გათვლილი არ მაქვს. ერთადერთი ისიც ბანკია და იმასაც პასიური იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ მგონი საბოლოოდ, და ეს მოხდება. მგონი სხვა ბიზნესებზე ადრეც განმიცხადებია, ეს არის მხოლოდ ის, რაც სჭირდება ქვეყანას.
შესაბამისად ის ინსინუაციები, რომ ივანიშვილის [ანაკლიის] ან დანგრევა უნდა, ან რუსეთზე გადაცემა უნდა. ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ეს თავად ხაზარაძემაც კარგად იცის. მე დღესაც შემიძლია შევახსენო, რომ მე ბოლო შეხვედრაზე კიდევ ერთჯერ "მადლობა ვუთხარი, თუ შენ ამ პროექტს განახორციელებ", დღესვე შემიძლია იგივე გამოვთქვა.
პროექტს პერსპექტივა ის ელის, რომ აუცილებლად პორტი აშენდება. და სურვილი მე ის მაქვს, რომ სწორედ მათ ააშენონ და მაქსიმალურ დახმარებას, პირადად თუ სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეიძლება კანონმდებლობის ფარგლებში რაც მოხდება, და ასე იკვეთება დღესაც, მოუსმინეთ მაია ცქიტიშვილს და ნახეთ. რამხელა მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან, რომ როგორმე მათ ეს პროექტი განახორციელონ. რთული პროექტია, რთული პროექტია, რენტაბელობაზე აღარ მოვყვები, მე ვიცი ამ პროექტის ირგვლივ, აღარ დავამძიმებ ამით მაყურებელს და ჩვენს დროს.
მე ვუსურვებდი წარმატებას, წარმატება მიეღოთ, მაგრამ ის რომ აკავშირებენ, რომ იმიტომ დაიწყეს ეს რომ ანაკლიის პორტი გაეჩერებინათ და ამიტომ "თიბისი ბანკი" გამოიგონეს, ნუ ახლა ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ სპეკულირების საგანია," - ამბობს ივანიშვილი.

























