მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა

5cad00b5731f7
ლიკა გურაბანიძე
10.04.19 00:28
656
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ღირსეული ნაბიჯები გადადგა.

ამის შესახებ მან „იმედზე“ ე.წ. „თიბისი ბანკის“/“ხაზარაძის საქმის“ საქმის კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება “თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პრინციპში პროცესი დასრულებულია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა, მან ეს ყველაფერი დაამტკიცა პარლამენტშიც და საჯაროდაც, ლონდონშიც შესაბამისი რეაგირება იყო და ეს ორი პიროვნება (გულისხმობს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს) გამოყვანილები არიან სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა და აქ კითხვები აღარ არის, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები და მეც ორი სიტყვით მივანიშნებდი, რომ ძირითადად 10-11 წლიანი ტრანზაქცია აქვთ საფუძვლად და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია საბანკო სისტემაში - ამაზე უხეში ტრანზაქცია ვერ წარმომიდგენია,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები