მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი ომეგაზე: ქუმსიშვილის დროს ხდებოდა ვალის გადავადებები, ბახტაძემ დაამუხრუჭა

5bd2cd6f29805
BM.GE
26.10.18 12:10
1131
ბიძინა ივანიშვილი კითხვაზე თუ როგორ დაუგროვდა "ომეგა ჯგუფს" 50-მილიონიანი დავალიანება პასუხობს, რომ მთავრობას ვალის ასეთი ზრდა არ უნდა დაეშვა. მისი თქმით, ვალის გადავადებები ძირითადად დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის დროს ხდებოდა, რაც მამუკა ბახტაძემ შეაჩერა. 

"მანდ უფრო მეტია კითხვები, მე გარწმუნებთ, რომ აქტიურად ვიყავი ამ პროცესებში. ჩემთან ბევრ ადამიანს ვერ ერეკება. ბევრი ვერ შემოდის ჩემთან. თუკი ვინმესთან მოესვლებოდა, ყველასთან აქვს შემოვლილი, რომ გადაევადებინათ. მე ამაში არ ჩავრეულვარ. თუმცა პროცესი როდესაც გაღრმავდა, გამოვიდა საჯაროდაც, ქუმსიშვილთანაც მაქვს ნალაპარაკევი. მე არ მაქვს ეჭვი, რომ ქუმსიშვილი მას რაღაც ანგარებით. თუმცა ქუმსიშვილის დროს ხდებოდა ძირითადად გადავადებები. სწორედ ბახტაძის დროს მოხდა დამუხრუჭება. კიდევ უფრო ხისტად მოხდა ბახტაძის შემდეგ, როდესაც მაჭავარიანი მოვიდა. მემგონი ლამის გაიწიეს ერთმანეთზე. როდესაც ვერ არწმუნებდნენ, მაინც ითხოვდა. ბახტაძემ საბოლოოდ შეაჩერა ეს პროცესი. მაჭავარიანი კიდევ იქიდან ითხოვდა პასუხს - რატომ ფულს არ იხდი?. ჩემი გრძნობადობა რომ ყოფილიყო, რომ იქ ვთქვათ რაღაც ფული ხდებოდა მე ამას არ დავმალავდი.

ლობირრება მიდიოდა, იგივე ყიფიანის მხრიდან, რომ გადაევადებინათ მოვედით აქ. უფრო ადრე უნდა დაწყებილიყო ეს პროცესი, ვიდრე 50 მილიონი დაგროვდებოდა. აქციზების გაცემა უფრო ადრე უნდა შეწყვეტილიყო. სანამ ტენდენცია იქნებოდა რომ ის დაგროვილ ვალს ამცირებს, იქამდე აქციზის გაცემა უნდა შეწყვეტილიყო. არ შეიძლება შანტაჟით და ზეწოლით. არ შეიძლება მედია გამოვიყენოთ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის,"- ამბობს ივანიშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები