მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილი TBC-ის საქმეზე: რუსეთშიც ასეთი რამ არ გამიგია, რომ ასეთი ტრანზაქციები კეთდებოდა

5cad07c15d35b
ლიკა გურაბანიძე
10.04.19 00:58
716
„ველურ გარემოში, რუსეთშიც ასეთი რამ არ გამიგია, რომ ასეთი ტრანზაქციები კეთდებოდა,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ ე.წ. ხაზარაძის და „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა. კონკრეტულად კი, 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის კომენტირებისას.

„კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი ამაზე ისაუბრონ, რომ ასეთი უხეში ტრანზაქცია იყო, მე ბიზნესი რომელ წელს დავიწყე? ბანკი მეც მქონია რუსეთშიც და ახლა აქაც მაქვს. ასეთი უხეში ტრანზაქცია გახნორციელდა და ამის მერე აშკარად ჩემზე ბრალდებები გადმოდის, რომ ივანიშვილს უნდა ბანკი და ბანკი დაანგრიეს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა "თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრისას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც ახსენა.

„თიბისი“ ბანკის საქმით დაინტერესების ვადა გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან წასვლიდან ერთ წელს ემთხვევა. ქადაგიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და იქიდან იმართებოდა. ეს მოვლენები, დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლით და გუნდის შეცვლით დაიწყო, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახდა და როდესაც ჩემი გადმოსახედიდან სტრუქტურებმა ჯანსაღი ფუნქციონირება დაიწყეს. ასევე, როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს ტრანზაქცია აღმოაჩინა, რაც იოლი აღმოსაჩენი იყო. ამას არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება, რატომ და როგორ აღმოაჩინა, ძალიან მარტივად არის ყველაფერი. რა შუაშია ჩვენი მე-7 წელი ან 11 წელი, რომელიც უსაფუძვლოა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები