მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი: ვისაც რუსული ბაზრის დახურვა უნდა, ისინი არიან ქვეყნის მტრები

5d2edefa58731
BM.GE
17.07.19 12:36
2113
“იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს არიან ქვეყნის მტრები,”- რამდენიმე წუთის წინ განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ექსპრემიერი ამბობს, რომ მხოლოდ “უმეცრები და უცოდინრები” ითხოვენ ამ ბაზრის ჩანაცვლებას.

“ისინი ვინც მიგვანიშნებენ “რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის ბაზარი, არის ევროპის ბაზარი და კეთილი ინებეთ... “, ისინი “კეთილი ინებეთ”-ს არ ამბობენ, სალანძღავი სიტყვებით მიგვანიშნებენ. ისინი მიგვანიშნებენ, ისინი არიან აბსოლუტურად უცოდინრები, უმეცრები რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ უკრაინულით ან ევროპული ბაზრით. რუსული ბაზრისთვის თვითონ ევროპელები და თუ მიაქცევთ ყურადღებას, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რუსული ბაზრის, რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი. ყველაფერი ცხადია, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის და მით უმეტეს ჩვენთვის. ელემენტარულია ის, რომ პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია და უკვე ძალიან კარგად იციან, მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი და გრძელდება ეს [დივერსიფიცკაციის] პროცესი, იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს, არიან ქვეყნის მტრები,”- აცხადებს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები