მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ ვთქვათ უახლოეს პერიოდში, მივიღებთ სექტემბერში

5759427d7c443
BM.GE
09.06.16 14:17
1544
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო დაუმსახურებლად მოხვდა ევროპის ბოლოდროინდელი პრობლემების ცენტრში, რამაც ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე იქონია გავლენა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს და ხელისუფლებამ პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

"არადამსახურებულად საქართველო მოექცა იმ ბევრი პრობლემების ცენტრში რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. საქართველო რომელმაც გამორჩეულად შეასრულა ყველა პუნქტი, იმისთვის რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, ევროპელები დღემდე ვერ ახერხებენ... აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ ვთქვათ უახლოეს პერიოდში, მივიღებთ სექტემბერში. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მოხერხდეს და უახლოეს პერიოდში მივიღოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები