„რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია“, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის თაობაზე გაკეთებულ განაცხადს შეეხებოდა.
„მივესალმები. რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება უფრო მეტი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს.

























