მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილის ადვოკატები ჟენევაში Credit Suisse-ის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ

5c476d514a85c
BM.GE
22.01.19 23:21
1229
ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო დატოვა, Credit Suisse-ის შესახებ კი სხვა გამოძიება დაიწყო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შვეიცარიის პროკურატურა Credit Suisse-ის დეპოზიტართა მიერ წარდგენილი საჩივრის საქმეს იძიებს. მიმდინარე გამოძიების მთავარი კითხვაა ჰყავდა თუ არა ლესკადრონს Credit Suisse-ში თანამზრახველები და წარმოადგენდა თუ არა დეპოზიტართა ფულის მითვისება სისტემურ პრობლემას, რომელშიც ბანკის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული.  

Credit Suisse-ის დეპოზიტარებისთვის $140 მილიონის ზარალის მიყენებაში მხილებულმა ლესკადრონმა საპატიმრო ჟენევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 2018 წლის ნოემბერში დატოვა. 

2018 წელს ლესკადრონს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მას უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდა გატარებული, რადგანაც შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა ის 2016 წელს დააკავეს.

თუმცა, ის ახლა მოწმედ სხვა საქმეზე გამოკითხეს.ლესკადრონის ადვოკატმა საიმონ ნ’თამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარებითი ჩვენება დიდი ხნის წინ მისცა და საკუთარი სამართალდარღვევებისთვის პასუხიც აგო.

Credit Suisse-ის განცხადებით, ლესკადრონმა აღმოსავლეთ ევროპელი კლიენეტების სახსრები მიითვისა ისე, რომ ამის შესახებ ბანკში არავინ არაფერი იცოდა. თუმცა, ივანიშვილისა და სხვა დაზარალებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბანკმაც უნდა აიღოს სისხლის პასუხისმგებლობა ლესკოდრონის თაღლითობისთვის.

ამჟამად, პროკურატურა ლესკადრონის მიერ გაყალბებულ 10 წლის წინანდელ დოკუმენტებს ხელახლა იძიებს.

პატრიკ ლესკადრონი დაკავებამდე Credit Suisse-ის ერთ-ერთი უმსხვილესი პირადი ბანკირი იყო. ის 1990-იანი წლების განმავლობაში შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Yves Rocher-ის მოსკოვის ოფისში მუშაობდა, რუსეთში დაოჯახდა და ენაც ისწავლა, 2004 წელს კი Credit Suisse-ში გადავიდა. ლესკადრონი რუსული ენის ცოდნის გამო მალევე რუსი კლიენტების პირადი ბანკირი გახდა.

პატრიკ ლესკაუდრონი $1.6 მილიარდის პორტფელს განკარგავდა, მისი უმსხვილესი კლიენტი ბიძინა ივანიშვილი იყო. სასამართლო მტკიცებულებების მიხედვით, ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერას სისტემატიურად აყალბებდა, რითიც უკანონი ფინანსურ ტრანზაცქიებს ახორციელებდა. ლესკადრონმა აღიარა, რომ გაყალბებული ხელმოწერით 2008 წლიდან ახორციელებდა ფინანსურ ოპერაციებს.

ბიძინა ივანიშვილმა საქმეზე ერთადერთი კომენტარი 2016 წლის 14 ივნისს გააკეთა, მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ "თუ ყველაფერზე ისაუბრებდა" მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

"მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს", - 2016 წელს თქვა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები