წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის გაყიდვის მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. აუქციონებზე არცერთი ობიექტი არ გაიყიდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები კურორტის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მთავარ დაბრკოლებად მაღალ საინვესტიციო ხარჯებს, არასაკმარის ტურისტულ მოთხოვნასა და განვითარების ერთიანი სტრატეგიის არარსებობას მიიჩნევენ. კურორტზე მოქმედი ბიზნესი კი აუქციონების ჩაშლის მთავარ მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივად შეუსრულებელ საპრივატიზაციო პირობებს ასახელებს. რატომ ვერ მოხერხდა კურორტის სრულმასშტაბიანი განვითარება და რა უშლის წყალტუბოში ინვესტიციების მოზიდვას ხელს.






























