მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის ფონდი განმუხურში "მარიოტის" სასტუმროს ბრენდის მშენებლობას 2020 წელს დაიწყებს

5e05b5301bf04
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.19 12:30
8532
განმუხურში სასტუმროს მშენებლობა 2020 წელს დაიწყება, - ამის შესახებ BM.GE-ის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა.

ცოტე ებრალიძის თქმით, განმუხურში 5 ვარსვკლავიანი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც პროექტის დაკორექტირება გამოიწვია.

„განმუხურის სასტუმროსთან დაკავშირებით იყო ტექნიკური სირთულეები, რთული გრუნტი იყო მშენებლობისთვის და ბევრი მეთოდის გამოცდა მოგვიწია. ისეთი გრუნტი იყო, რომ პროექტი, რომელიც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, არ გამოგვივიდა. შესაბამისად, პროექტმა სახე იცვალა, მოცულობაში, სიმაღლეში ოდნავ შემცირდა და წელს დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები და მომავალ წელს აქტიური სამუშაოები დაიწყება.

შინაარსობრივად პროექტი დიდად არ შეცვლილა, საუბარია ისევ 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროზე, 140 ნომერზე იქნება საუბარი, საკონფერენციო დარბაზებით, აუზით, ფიტნესით, რესტორნებით და ა.შ. რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტი ზუსტდება, სადღაც 20-25 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. 2021 წლის ბოლოს, 2022 წლის გაზაფხულზე გვინდა რომ დავასრულოთ“, - უთხრა BM.GE-ის ცოტნე ებრალიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდსა და მერიოტს შორის ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, განმუხურსა და აბასთუმანში არსებულ სასტუმროებს მერიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები