მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივანიშვილის გონება სავსეა შიშებით და პარანოიით" – რობერტ ამსტერდამი

რობერტ ამსტერდამი

“როგორც ჩანს, ივანიშვილის გონება სავსეა შიშებით და პარანოიით” – ამის შესახებ ამერიკელმა იურისტმა რობერტ ამსტერდამმა „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რობერტ ამსტერდამი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატია. 2023 წლის ზაფხულში ივანიშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს თაღლითობისთვის ბრალი წარუდგინეს.

„ერთი მიზეზი, რატომაც ივანიშვილმა იერიში მიიტანა ჩემს კლიენტზე ისიც არის, რომ მას აქვს ორივე – კაპიტალიც და ტვინიც და ამდენად შესაძლებლობაც – გახდეს ისეთი პირი, რომელსაც ივანიშვილის საკუთარ ოპონენტად აღიქვამს“ – უთხრა რობერტ ამსტერდამმა „ანალიტიკა“–ს.

მისივე თქმით, დღეს ივანიშვილს სახელმწიფო მიტაცებული აქვს და ამ პირობებში მიზანი ხდება ყველას განადგურება, ვისაც გააჩნია რესურსები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს მისთვის წინააღმდეგობის შესაქმნელად.როგორც რობერტ ამსტერდამი „ანალიტიკა“–ს უყვება, გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის დარწმუნებას, რომ Credit Suisse-ის საქმის უკან მის წინააღმდეგ ამერიკა არ იყო ჩართული. მისივე თქმით, ტერმინი გლობალური ომის პარტია მის ყურს ივანიშვილის, როგორც თავად უწოდებს შოკის მომგვრელი სიტყვით გამოსვლამდე არ მოხვედრია. „ვფიქრობ, ივანიშვილის ეს გამოსვლა იმაზე შორს მიდის, ვიდრე პუტინის წამოცდენები მიუნხენის კონფერენციის დროს 2007 წელს. საკმაოდ გიჟურ განცხადებებთან გვაქვს საქმე“ – უთხრა ამსტერდამმა „ანალიტიკა“–ს.

გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ეს პირობა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ "საერთო - სახალხო შეკრებაზე" მისულ მოქალაქეებს მისცა.ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე მისულ საზოგადოებას პოლიტიკური ლიდერების შემდეგ ვრცელი სიტყვით მიმართა, სადაც მერაბ კოსტავას, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძისა და ასევე ჯავაჰარლალ ნერუს ფრაზები სხვადასხვა კონტექსტი მოიშველია და განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას ქვეყნის სუვერენიტეტს დაემუქროს.

გამოსვლისას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობაზე და აღნიშნა, რომ სწორედ "გლობალური ომის პარტიამ" მიაღებინა ევროპარლამენტს ანტიევროპული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. მან ე.წ. რუსული კანონის ხელმეორედ ინიციირების და გასულ წელს მმართველი ძალის მიერ ამავე კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მიზეზები განმარტა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ როგორც ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი, ისე "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იდეალურ დროს არის ინიცირებული, რადგან მას ძალუძს სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება, რაც პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები