მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივანიშვილის რეჟიმის მუქარა აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ მიუღებელია" - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესები აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად არ მიმდინარეობის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმიანება.

"ივანიშვილის რეჟიმის მუქარა და ტყუილი შეერთებული შტატებისა და აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ მიუღებელია. ანტიამერიკული ხულიგნები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ამას გამოასწორებს", - წერს ჯო უილსონი.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი "ტვიტს" აშშ-ის საელჩოს განცხადებას ურთავს.

"ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

თუ ვინმეს სჯერა, რომ ქუჩაში პროცესი აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის პროცესზე - მდინარაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები