„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილი თბილისის მერმა კახა კალაძემაც შეაფასა.
„ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი, რაც მე ძალიან მომეწონა არის ის, რომ საჭიროა კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, საუბარია საქართველოს გამოწვევებზე. ივანიშვილი ირწმუნება, რომ „ოცნების" მთავრობამ ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა“. ასევე, მისივე შეფასებით, უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა მართავს.

























