მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილი,საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად!-ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი
15.01.25 05:02
1435


გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს მოადგილე და ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. სოციალურ ქსელში ის საქართველოს პროკურატურას მოუწოდეს 24 საათში დააკავონ გახარიაზე თავდამსხმელები.
"ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა შეცდომა დაუშვით ქართული ოცნება / Georgian Dream. დანდობა არ იქნება, გპირდებით!
საქართველოს პროკურატურა 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ!
ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად!ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა ხომ გახსოვთ გახარია მიმართ? დღეს ეს იყო პირადად ივანიშვილი. პასუხისმგებლობაც არის პირველ რიგში ივანიშვილის. ბიძინას შიში რომ გახარიას ჰქონოდა, პოლიტიკაში არ დარჩებოდა. უდიდესი შეცდომა დაუშვა. უდიდესი - წერს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრს, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელს გიორგი გახარიას.ინციდენტის ანუ თავდასხმის შემდეგ, გიორგი გახარია გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც სამედიცინო დახმარებასთან ერთად, პირველადი გამოკვლევებიც ჩაუტარდა. აი რას წერს ინციდენტის შემსწრე გამოცემა "მთის ამბები"-ს რედაქტორი გელა მთივლიშვილი:გიორგი გახარიას ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ თავს. მისი ცნობით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.

"რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი", - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს ინციდენტის ადგილიდან.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახურშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები