მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილმა და რუსულმა ოცნებამ კრემლის დავალება პირნათლად შეასრულეს - ხაზარაძე აშშ-ის სახდეპის განცხადებაზე

მამუკა ხაზარაძე

ოპოზიციური პარტია "ლელო - საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა ოცნებამ კრემლის დავალება - საქართველო სრულ იზოლაციაში მოაქციონ, პირნათლად შეასრულეს. ასე ეხმიანება ის აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმების განცხადებას.

"აშშ-მა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა ოცნებამ კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა.

ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას!

მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია!

დაინიშნოს ახალი არჩევნები!

მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ!საქართველოს დავიბრუნებთ! ძალა ხალხის ხელშია!" - წერს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები