მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ივანიშვილმა გურულებისთვის ასეულობით მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა“ - პრემიერი

611e4ffc8379f
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 16:21
5231
"ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და რეალურად საჩუქარი განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ის პროექტები დაასახელა, რომელიც გურიაში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა და ამ რეგიონში ტურიზმის განვითარების პოტენციალზე გააკეთა აქცენტი.

„ფონდი „ქართუ“ ვახსენე და მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ამ მხარეში განხორციელდა, კერძოდ, შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის მშენებლობით, მართლაც უნიკალური პარკის გახსნით, ასევე BLACK SEA ARENA, ასევე შეკვეთილი, მინიატურული საქართველოს მართლაც უნიკალური პარკი ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და რეალურად საჩუქარი განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის.

ტურიზმის მიმართულებით გურიას აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი პროექტის დაფინანსებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, აგროტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები