"ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი დღეს საარჩევნო უბნებთან მივიდა, ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას" - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადალახა ბარიერი და მიიღო მხარდაჭერა.
„ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, ყველამ ვიბრძოლეთ, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი დღეს საარჩევნო უბნებთან მივიდა, ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაარწმუნა ყველა, რომ ქართველ ამომრჩეველს აქვს ის, რაც არ აქვს და არ ექნება ოლიგარქს, ეს არის სიმართლე, ღირსება და სიმრავლე. ამ სიმრავლითაც ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი. ახლა ხალხის ნება უნდა აღსრულდეს. ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა გადააბაროს ხალხს, რომ ქვეყანამ დაიწყოს კოალიციური მმართველობით ცხოვრება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
"მთავარის" ეგზიტპოლი: "ოცნება" - 42%, "ახლები" - 18% , ენმ - 13%, "ლელო" -9% "გახარია" – 8%;
"ფორმულას" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 40.9%, "ახალი" - 16,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 16.7%; „ლელო“ – 10.3%; „გახარია - საქართველოსთვის“ - 8.2%.
"იმედის" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 56.1% "ახალი" - 12.6% "ნაციონალური მოძრაობა" - 11.6% „ლელო“ – 7% „გახარია - საქართველოსთვის“ - 4.8%