მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ ექნება შეხვედრა აშშ-ს ელჩთან, რასაც მივესალმები - ზალკალიანი

ზალკალიანი

"მან (ბიძინა ივანიშვილმა) თავად განაცხადა, რომ ექნება შეხვედრა აშშ-ს ელჩთან, რასაც მე მივესალმები", - ამის შესახებ BMG -სთან აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეესაბამებოდეს ნამდვილ სტრატეგიულ მოკავშირეობას.

„პრობლემები არსებობდა, ამ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და დარწმუნებულნი ვართ არჩევნების შემდეგ გვექნება ძალიან გულწრფელი საუბარი, შეცდომების გათვალისწინება და იმ მიზნების დასახვა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მოწყვლად რეგიონში, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენც ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს შეუქცევადი“, - ამბობს დავით ზალკალიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მხარეები დაუბრუნდებიან და გააუმჯობესებენ ურთიერთობის იმ დონეს, რაც იყო.

მისი თქმით, მას ამერიკელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და მხარეებს შორის გულწრფელი საუბარია.

ელჩი ამბობს, რომ მიესალმება ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ს ელჩის შეხვედრას, რაზედაც ივანიშვილმა თავად ისაუბრა.

„მან (ბიძინა ივანიშვილმა) თავად განაცხადა, რომ ექნება შეხვედრა აშშ-ს ელჩთან, რასაც მე მივესალმები. ძალიან კარგია რომ დიალოგი შედგება. დიალოგი როდესაც არ არის ეს იწვევს ხოლმე პრობლემებს“, - ამბობს ზალკალიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები