მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილთან შეხვედრას თუ მოვითხოვთ, შევხვდებით კიდეც - ლაშა პაპაშვილი

პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ თუ მსხვილი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს, ის მათ შეხვდება. ასე უპასუხა BMG tv-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის კითხვას ბიზნესმენმა.

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება პრობლემაა ყველასთვის და ივანიშვილთან ამ საკითხებზე საუბრის იდეას იწონებს. წამყვანის კითხვაზე კი რაზე დაელაპარაკებიან ბიზნესმენები „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, პასუხობს, რომ მათი მთავარი საკითხი კრიზისიდან გამოსავალი იქნება.

- მსხვილ ბიზნესს, ბიზნესმენებს თუ გიცდიათ ბიძინა ივანიშვილთან ამ დროის განმავლობაში შეხვედრა?

  • არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე ჩვენ გვქონდა სატელეფონო ზარი...

- რა თემაზე?

  • სიმშვიდე... არჩევნებამდე დაძაბულობა პიკში იყო და ამ თემაზე ვსაუბრობდით, რომ არ დავაზიანოთ. ჩვენ ჩვენი აზრები ვთქვით მაშინაც და ზუსტად იგივე მოვუწოდეთ, რასაც ახლა ვამბობთ.

- 28 ნოემბერის შემდეგ თუ გქონიათ კომუნიკაციის მცდელობა, თუ არ გხვდებათ ?

  • არ არის მაგის პრობლემა, მგონი თუ მოვითხოვთ, შევხვდებით კიდევაც…

- შეხვედრის დრო არ არის? იმიტომ რომ მთავარი, ხომ მაინც ის არის და თქვენ [პრემიერთან] შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგაც თქვით, რომ ქვეყანა სერიოზული რისკების და პრობლემების წინაშე არისო, გაჩერდა ტურიზმი, აღარ არის რესტორნები...

  • მგონი, თვითონაც არ უარყოფენ ხო..

- კი, მაგრამ რას აკეთებენ ვერ ვხედავთ...

  • რას აკეთებენ? გველოდებიან, საზოგადოება რას გადაწყვეტს საბოლოოდ...

- ერთი თვეა საზოგადოების ამ ნაწილის ხმა ქუჩაში ისმის

  • კი, ტრაგედიაა ჩვენთვის ქვეყანაში ერთობა, რომ არ არის, უნდა დასრულდეს ეს ტრაგედია. გათითოკაცება გვაოხერტიალებს. რამდენად ტევადია ქართული ენა...

- რუსთაველზე ეს არ იგრძნობა, პირიქით ბევრნი ვართ...

  • გათითოკაცება დაშლილ ქვეყანას ნიშნავს და ეს ტრაგედია გავიარეთ, გიორგი სააკაძე და ბაზალეთის ტრაგედია ყველამ ვიცით... - ვთხოვოთ უფალს, რომ ასეთი რამ ქვეყანაში მეტჯერ რა მოხდეს...

- ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა არ გქონიათ?

  • კარგი რამ თქვი ახლა, ვიმუშავებ...

- დაურეკავთ?

  • ხო...

- და რას ეტყვით?

  • რომ შევხვდეთ რამდენიმე ბიზნესმენი, როგორც ირაკლის [კობახიძეს] შევხვდით, ვისაუბროთ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან.

- თუ შეგხვდებათ, შედეგებს მოვიკითხავთ.

  • კი, გაიგებთ აუცილებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები