მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივენთი: Google Workspace როგორც მომავლის სამუშაო გარემო და კულტურა ®

6191f983cdc5d
BM.GE
15.11.21 11:30
480
ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით დისტანციური სამუშაო სივრცე დღითიდღე მარტივდება და მომხმარებლის მოთხოვნებს მაქსიმალურად ერგება. საინტერესოა, რომ თანამედროვე ადამიანი ყოველ ახალ გამოწვევას ცოდნით პასუხობს, რაც საბოლოოდ უწყვეტ განვითარებას განაპირობებს.

2020 წელს მსოფლიო მოსახლეობას ბევრ ისეთ მოვლენასთან მოუწია შეგუება, რომელსაც, ჯერჯერობით, არ გეგმავდა. დისტანციური მუშაობა სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო, თუმცა, 2021 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 66% საკუთარი ინიციატივით ცდილობს მოიწყოს ვირტუალური სამუშაო გარემო.

კომპანია Google-ის სამუშაო სივრცეს - Google Workspace -ს ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სერვისი (იგივე G-Suite) ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური შესაძლებლობებით, კომპანია გაუმჯობესებულ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და ზედმიწევნით ერგება მათ მოთხოვნებს.

საქართველოში Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი არის კომპანია Geosoft, რომელიც 16 და 25 ნოემბერს Google-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს ონლაინშეხვედრებზე Google Workspace -თან დაკავშირებით.



16 ნოემბერს Google Workspace-ის არსებული მომხმარებელი პირველი შეიტყობს უშუალოდ გლობალური კომპანიისგან - რა სიახლეები იგეგმება გუგლის სამუშაო გარემოში, როგორ ფართოვდება შესაძლებლობების არეალი და როგორი იქნება მუშაობის პროცესის სამომავლო განვითარება.

ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება, კითხვები დასვას შეხვედრაზე განხილულ თემებზე:

● ჯეოსოფტის წარდგენა
● სამუშაო პროცესის მომავალი - რა ცვლილებებია დაგეგმილი?
● ბიზნეს პროცესები (Enterprise Plus - ის უსაფრთხოება)
● Endpoint Management (Chrome and Mobile Device Management)
● ჯეოსოფტის მიერ შემოთავაზებული მომსახურებები (იმპლემენტაცია, მიგრაცია, ტრენინგები და სხვ.)

16 ნოემბერი, 11:00AM - 12:30 PM საათებში, ონლაინ შეხვედრაზე წინასწარი რეგისტრაციის ლინკი: https://geosoft.ge/events/

ციფრული ტრანსფორმაციის მსურველთათვის

25 ნოემბერს გუგლის წარმომადგენლები ჯეოსოფტთან ერთად შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ აღნიშნული მომსახურებით, თუმცა გეგმავენ სამუშაო პროცესის გამარტივებას და სურთ, აღმოაჩინონ Google Workspace -ის უპირატესობები.

ამ შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ თემებზე:

● ჯეოსოფტის წარდგენა;
● სამუშაო სივრცის მომავალი - გუგლის კოლაბორაციული კულტურა / Google
Google Workspace ბიზნესისთვის - HR, გაყიდვები, მარკეტინგი / Google
● როგორ ეხხმარება Google Workspace ბიზნეს პროცესებს; / Google
● მომხმარებელთა დამოკიდებულება;
● როგორ დავიწყოთ მოგზაურობა Google workspace -ის სამყაროში Geosoft-თან ერთად;

25 ნოემბერი, 11:00AM - 12:30 PM, ონლაინ შეხვედრაზე წინასწარი რეგისტრაციის ლინკი: https://geosoft.ge/events/

ქართველ მომხმარებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს გუნდს, რომელიც ქმნის სამუშაო პროცესის ტექნოლოგიურ მომავალს, დასვას შეკითხვები და სამომავლოდ ისარგებლოს Google Workspace-ის შეუზღუდავი სივრცით Geosoft -თან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები